14 დეკემბერი 2017 თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა კულტურისა და განათლების მიმართულებით 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში წარმოდგენილია პროგრამა „შემოქმედებითი თბილისი“, რომელიც თბილისის რეგიონის კულტურულ ცენტრად ქცევას გულისხმობს.
ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა, სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ეკოლოგიური მიმართულებით კი მომავალი წლის ბიუჯეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებია გათვალისწინებული, მათ შორის სარწყავი სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია, ახალი სკვერების გაშენება და საბავშვო ატრაქციონების შესყიდვა. ამასთანავე, დაგეგმილია თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მე-3 უჯრედის მშენებლობისთვის 6 მლნ ლარის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პოლიგონის წყალგამწმენდი დანადგარის შესაძენად 2 მლნ ლარის დახარჯვა.
დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგებლობა განიხილეს
დეკემბერი 07,2021