თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსთან გიგა გიგაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, ლევან ჟორჟოლიანი, ლევან ჯაფარიძე და რევაზ სოხაძე მონაწილეობდნენ.
გიორგი დოხტურიშვილმა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. შეხვედრაზე ხეების რგვის, სანიტარული ჭრების, გამწვანების მიმართულებით მოსაზრებები გამოითქვა. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა საკრებულოს წევრებს სამსახურის საქმიანობის და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ღონისძიებების გატარებაზე და არსებული ბიუჯეტის მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოყენებაზე იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა საქალაქო სამსახურთან ერთობლივი საქმიანობის გეგმა დასახეს.