თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა, სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. საკითხები კომისიის წევრებს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ოთარ ჩიტიძემ გააცნო.
სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.