23 ივლისი 2019
თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხს შორის, 2019 წლის ბიუჯეტის ცვლილებები განიხილეს, რომელიც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა. საკითხებს შორის იყო ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების პროექტიც, რომლის შესახებაც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა საკრებულოს წევრებს ანგარიში გააცნო.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა კი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ზონალური ცვლილებების საკითხი წარადგინა.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025