თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე უძღვებოდა.
სხდომაზე „საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის“ წევრებს მოუსმინეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის გეოინფორმაციული სისტემისა და ელექტრონული ატლასის სამუშაო ვერსია წარუდგინეს.
კომისიის წევრებმა რეკომენდაცია გასცეს, რომ თბილისის გეოგრაფიულ-ეკოლოგიური ატლასის სამუშაო ვერსია შეიქმნას , რომლის პრეზენტაციაც თბილისის საკრებულოში გაიმართება.