თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე უძღვებოდა.
სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხის თაობაზე იმსჯელეს და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების შესაბამისად, ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის წარმომადგენელი ესწრებოდა.