თბილისის საკრებულოსში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებს ქალაქში გენგეგმასთან მიმართებაში რამდენიმე ზონის ცვლილებასა და გარკვეულ მისამართებზე რუკის ტექნიკური ხარვეზის შესწორების თაობაზე ინსფორმაცია დედაქალაქის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა მიაწოდა.
დეპუტატებმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.