06 მარტი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდა, რომელმაც კოლეგებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ შემოსული წესი გააცნო.
კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული წესი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების და კატების) მოვლა -პატრონობის და მათი პოპულაციების მართვას გულისხმობს.
დეპუტატების განცხადებით, სააგენტოს მიერ მოწოდებულ წესში გათვალისწინებულია ის თეზისები, რომლებიც საბჭოს მიერ იქნა მიწოდებული, თუმცა არსებობს რამდენიმე საკითხი, რაზეც აუცილებელია მოხდეს დეტალური განხილვა.
გარემოს დაცვის კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ წესზე მსჯელობა 9 მარტს საბჭოს ეგიდით გაიმართება, რის შემდეგაც მოეწყობა გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ამ საკითხით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
აღნიშნული საბჭო საკრებულოში დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა და მისი მიზანია შეიმუშაოს და სრულყოფილად ჩამოაყალიბოს ის წესი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების და კატების) მოვლა -პატრონობის და მათი პოპულაციების მართვას გულისხმობს.
დღესვე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025