26 ივნისი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა დეპუტატებს განსახილველად დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა.
დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N:20-105 დადგენილებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და საკითხი დადებითად შეაფასეს.
კომისიის წევრებს სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების თაობაზე დეტალური ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა მიაწოდა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, საკითხების ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მიეცა, ნაწილი კი დამატებითი შესწავლის მიზნით კომისიის უახლოეს სხდომამდე გადაიდო.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025