თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ იმსჯელეს, რომლიც კომისიის წევრებს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა მიაწოდა. შესაბამისი განხილვის შედეგად, დეპუტატბმა წარმოდგენილი ცვლილებების ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილი კი შემდგომი შესწავლის მიზნით გადაიდო.