თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა სხდომაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
დღესვე საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა რამდენიმე რაიონში ზონალური ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
შესაბამისი განხილვის შედეგად, დეპუტატებმა წარმოდგენილი საკითხების ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, რიგ საკითხებზე კი კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ასევე ის საკითხები განიხილეს, რომლებიც წინა სხდომებზე სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომას აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.