თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება - განახლებაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველო“ წარმომადგენელმა „ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი“ გააცნო, რომელსაც დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს და საკითხთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგნეს.
დღესვე კომისიის წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში განსახორციელებელ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.