თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებაში ცვლილებების“ შეტანაზე იმსჯელეს.
კერძოდ, სხდომაზე დეპუტატებს სამგორის, საბურთალოს, ვაკის, მთაწმინდის, ასევე ნაძალადევის, კრწანისის, გლდანისა და ჩუღურეთის რაიონებში ზონალურ ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა რუსუდან გეჯაძემ მიაწოდა.
წარმოდგენილ ცვლილებებს კომისიის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.