30 იანვარი 2015
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი თავმჯდომარეობდა. სხდომას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დღის წესრიგით გათვალისწინებული, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გაწერილ, გამწვანების ღონისძიებების პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია, დედაქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ხე-მცენარეების წყალმზიდით მორწყვის მომსახურება, გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა, თბილისის გამწვანებულ ტერიტორიებზე სარწყავი სისტემის მოწყობის-აღდგენის სამუშაოები, აგრეთვე სხვადასხვა ჯიშის სეზონური ყვავილების შესყიდვა და ახალდარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობის მომსახურება.
კომისიის წევრებმა ზემოთმოყვანილ პროექტებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს და აღნიშნული საკითხები გატანილი იქნება ბიუროს სხდომაზე.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025