დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გარემოს დაცვის კომისიის ინიციატივით, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა თბილისის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს.
სხდომა კითხვა პასუხის-რეჟიმში წარიმართა, სადაც გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა, აღნიშნულ კანონპროექტში გათვალისწინებულ იმ ამოცანებსა და პრიორიტეტებს გაუსვა ხაზი, რომლებიც ცხოველთა მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით მათ პატრონაჟს, ზედამხედველობასა და კლასიფიკაციას, ასევე ცხოველებთან მოპყრობის ჰუმანურ დამოკიდებულებას გულისხმობს.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა აგრეთვე ცხოველების პოპულაციების მართვასა და კონტროლს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და ურბანულ გარემოში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის ხელშეწყობის თაობაზე იმსჯელეს.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი თეიმურაზ ფხალაძე და მისი მოადგილე ლერი ქვარაია, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მართვადი რესპირატორული და ზოონოზური ინფექციების სამმართველოს უფროსი ციური თუშიშვილი, საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თავმჯდომარის თანაშემწე ნანა მურადაშვილი ესწრებოდნენ.
კანონპროექტის ჩასწორებული ვარიანტი ბიუროს სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.