თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსს მოუსმინეს.
ვახტანგ ლომჯარიამ დეპუტატებს დედაქალაქში უპატრონო ძაღლებთან დაკავშირებული ვითარება გააცნო და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა.
დღესვე სხდომაზე ყურადღება გამახვილდა შინაური ცხოველების რეგისტრაციის და მათი გამრავლების საკითხზე.
კომისიების წევრებმა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების დახვეწის თაობაზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს.