თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მერიის ორი საქალაქო სამსახურის უფროსის კანდიდატურებზე იმსჯელეს. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმერ ჭიღლაძემ დეპუტატებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსად გიგა გიგაშვილი, ხოლო ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად რუსუდან მირზიკაშვილი წარუდგინა. გიგა გიგაშვილი ამჟამად თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობს, ხოლო რუსუდან მირზიკაშვილი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორია.
კომისიის წევრებმა ორივე კანდიდატურას დაუჭირეს მხარი, რის შემდეგაც გიგა გიგაშვილის და რუსუდან მირზიკაშვილის დანიშვნაზე საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.