გურამიშვილის გამზირსა და იასამნის ქუჩაზე, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების შესახებ, დღეს თბილისის საკრებულოში, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. ორი კომისიის წევრებმა მშენებლობების დასრულებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები შეათანხმეს.
დღევანდელ სხდომაზევე, დეპუტატებმა რამდენიმე მისამართზე, ზონალური ცვლილებები და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი პროექტები შეათანხმეს.
საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.