თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც რევაზ სოხაძე და ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდნენ, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საკრებულოს წევრებმა "დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" თბილისის საკრებულოს შესაბამის ორ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. ასევე, რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს. აღნიშნული საკითხები სხდომაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა წარადგინა.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისათვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, რამდენიმე კომპანიის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები წარადგინა.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე ქონების მართვის სააგენტოსა და სს „ოქსინოს“ შორის 2020 წლის 31 მარტს გაფორმებული პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილეს.
წარმოდგენილი საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.