თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები რევაზ სოხაძე და გიორგი დოხტურიშვილი უძღვებოდნენ.
სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაზარალებული წევრებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.
იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიების წევრებს თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ №14-39 დადგენილებაში ცვლილება გააცნო.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებები განიხილეს.
ორი კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.