თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები რევაზ სოხაძე და გიორგი დოხტურიშვილი უძღვებოდნენ.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. დადგენილების პროექტი საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტი იზრდება და თანხები მეწყერსაშიში ზონების გამაგრებაში დაიხარჯება.
საკრებულოს წევრებმა გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ საკრებულოს №28-99 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს, ასევე თბილისის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი დაამტკიცეს. საკითხები სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძე წარადგინა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილებები და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ №39-18 დადგენილებაში ცვლილებები მიიღეს. გარდა ამისა, რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმები დაამტკიცეს.