თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიების თავმჯდომარეები რევაზ სოხაძე და გიორგი დოხტურიშვილი უძღვებოდნენ. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების შეთანხმების საკითხი წარადგინა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე რამდენიმე მისამართზე განაშენების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს, რომლებიც მერიის არქიტექტურული სამსახურის და ტრანსპორტის და ურბანული გავითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა წარადგინეს.
ორი კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.