დღეს თბილისის საკრებულოში, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიების წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა ვაკის, კრწანისისა და გლდანის რაიონებში, ასევე აღმაშენებლის ხეივანზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები შეათანხმეს.
საკითხები, რომლებსაც საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ, დეპუტატებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს.