ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების თაობაზე იმსჯელეს და „დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა თბილისში ზოგიერთი პირის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დროებითი დარიცხვის წესი განსაზღვრეს და მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი ინერტული ნარჩენების ამოვსების ოპერაციებისა და მშენებლობის მიზნებისათვის გამოყენების წესის საკრებულოს დადგენილების პროექტი დაამტკიცეს.