თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც „თბილსერვისის“ მომსახურების საფასურის განსაზღვრას ეხება. ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა.
სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებები გააცნეს საკრებულოს წევრებს. ეს საკითხი ზონალურ ცვლილებებს ეხება.
გაერთიანებული კომისიების წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროეტების დამტკიცების შესახებ საკითხები განიხილეს.
კომისიების წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დამტკცების მიზნით გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.