თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებები წარადგინეს.
დღევანდელ სხდომაზე, კომისიების წევრებმა რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა თბილისში რესპუბლიკურ თვალის კლინიკასა და კრწანისის II ჩიხს შორის არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისათვის ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განკარგულების პროექტი წარადგინა, რომლის თანახმად, აღნიშნული დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული 250-მდე ოჯახი ახალი ინვესტორის მიერ დაკმაყოფილდება.
კომისიების წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.