დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 3 150,0 ათასი ლარით იზრდება და მისი მოცულობა 1 230 126,9 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნული საკითხი დღეს ურბანული განვითარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს და საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს.
დღესვე დეპუტატებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის, 15 მარტის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რის შემდეგაც, სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
გაერთიანებული კომისიების სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ.