თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის სასმელი წყლის რეზერვუარის სანიტარული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. საკითხი განსახილველად მერიის გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა წარადგინეს.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებაც იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, რამდენიმე ობიექტზე ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხი შეათანხმეს, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულო დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.