დღეს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიების წევრებმა რიგი ობიექტებისთვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ იმსჯელეს.
დღესვე, „თბილსერვის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ კომისიების წევრებს თბილისში, დასახლებულ ტერიტორიაზე მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და მათი განკარგვის წესის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარუდგინა.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს და მათ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.