თბილისის საკრებულოში, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
წლის ბოლო სხდომაზე, კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე იმსჯელეს.
კერძოდ, განისაზღვრა ის მისამართები, რომლებზეც 2019 წლიდან, შპს „ თბილსერვის ჯგუფი“ ნაგვის ურნებს განათავსებს და მათ დასუფთავებას დაიწყებს.
აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვას დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.