თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში რამდენიმე ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს.
აღნიშნული საკითხი კომისიის წევრებს გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ წარუდგინა.
დღესვე დეპუტატებმა თბილისში, რამდენიმე მისამართზე ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
გარდა ამისა, ცვლილება შევიდა დედაქალაქის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში.
სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის საქალაქო წარმომადგენლები ესწრებოდნენ.