თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ, საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელეს.
დღევანდელ სხდომაზევე, საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცეს, რამდენიმე მიწის ნაკვეთზე კი განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი განიხილეს.
გარდა ამისა, ორი კომისიის წევრებმა მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ, საკრებულოს 2018 წლის დადგენილებაში ცვლილებებიც შეიტანეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიის წევრებს აღნიშნული საკითხები მერიის შესაბამისი სამსახურის წევრებმა წარუდგინეს. დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.