თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მუნიციპალურ თავშესაფარში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარადგინა, მიუსაფარი ცხოველების პრობლემებსა და მათდამი სასტიკად მოპყრობასთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
„ ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის მიზანი, ცხოველთა სამყაროსა და შინაური ცხოველების უფლებების დასაცავად ადამიანთა ძალისხმევისა და პასუხისმგებლობის გაძლიერებაა. მსოფლიოში ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ და სხვადასხვა სახის ღონისძიებები ეწყობა. მიხარია, რომ 4 აპრილს მიუსაფარ ცხოველთა დღეს , მსოფლიოსთან ერთად, ჩვენც ავღნიშნავთ. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მუნიციპალურ თავშესაფარში დღეს უამრავი ადამიანია შეკრებილი, მათ შორის ბავშვები, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ ადგილზე გაეცნონ თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას“- განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.
ღონისძიებაზე დამსწრე ვაბშვებს სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, ცხოველების პატარა მოყვარულებს სტატუსი - ,,ცხოველების მეგობარი“ მიენიჭა და სერტიფიკატები გადაეცათ. სტუმრებისათვის თავშესაფარში ტური და ცხოველების გაჩუქების აქცია მოეწყო.