თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღეს. საკითხი დეპუტატებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისში რამდენიმე უძრავ ქონებაზე ზონალურ ცვლილებებს მისცეს დადებითი რეკომენდაცია. ასევე განიხილეს ცვლილებები მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რაც სხვადასხვა პროგრამებს შორის თანხების გადანაწილებას ითვალისწინებს.
დღესვე „მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-94 დადგენილებაში შესატან ტექნიკურ ცვლილებებს მიეცა თანხმობა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას თბილისის მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.