დღეს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში აქცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გაიმართა. პროექტის მიზანია 2023 წლისთვის გარემოს დაბინძურების შემცირება, გარემოსდაცვითი მდგრადი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის პოპულარიზაცია. დასუფთავების ღონისძიებაში თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვის კომისიის წევრები, საკრებულოს თანამშრომლები, არასამთავრობო სექტორი და საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„დღეს ვარკეთილში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია მიმდინარეობს, რომლიც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით ტარდება. ამ აქციაში ჩვენთან ერთად, ახალგაზრდებიც მონაწილეობენ, რაც ძალიან სასიხარულოა“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
საქართველოში პროექტი „დავასუფთაოთ მსოფლიო“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.