21 ნოემბერი 2024 თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილების შესახებ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი" განიხილეს.
ასევე კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებაში შესატანი ცვლილების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს.
საკითხი კომისიის წევრებს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეებმა , ნინო ბაგაშვილმა და ოთარ ჩიტიძემ გააცნეს.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
კონსტანტინე ზარნაძე „თბილსერვის ჯგუფის“ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა
დეკემბერი 11,2025
სანზონაში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
დეკემბერი 02,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025