თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის 33-89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ გააცნო.
კომისიის წევრებმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „თბილსერვის ჯგუფი"-ს )ს/ნ 20627494) შორის, "თბილისის ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები სისტემის'' პროექტთან დაკავშირებით, ქვესასესხო ხელშეკრულების ხელმოწერაზე თანხმობის მიცემის თაობაზე'' ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს, ასევე „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „თბილსერვის ჯგუფი"-ს )ს/ნ 20627494) შორის, „თბილისის ნარჩენების გადამუშავების" პროექტთან დაკავშირებით, ქვასასესხო ხელშეკრულების ხელმოწერაზე თანხმობის მიცემის თაობაზე " ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს , შპს თბილსერვის ჯგუფის ნარჩენებისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, დავით ჩანქსელიანმა გააცნო.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე, წევრებმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის,მისი შევსების,ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფორმა, გიორგი კობიაშვილმა გააცნო.
სხდომაზე კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ოთარ ჩიტიძემ გააცნო.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.