თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.პირველ საკითხად "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილსერვის ჯგუფს" შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით" ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში სასესხო შეთანხმების ხელმისაწვდომობის ვადის ორი წლით გახაგრძლივებაზე იმსჯელეს.პროექტი კომისიის წევრებს შპს „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილემ, დავით ბოდოკიამ და სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსმა - დავით ჩანქსელიანმა გააცნეს.
სხდომაზე კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებაში შესატანი ცვლილების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ,ნინო ბაგაშვილმა გააცნო.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.