14 დეკემბერი 2023
თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, 2024 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით, დღეს წარმოდგენილი პროექტი 62 442,3 ათასი ლარით არის გაზრდილი და ბიუჯეტის მოცულობა 1 763 354,7 ათასი ლარით განისაზღვრა.
კომისიამ, კომპეტენციის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შემდეგ პრიორიტეტებზე: ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; გამწვანების ღონისძიებები; დასუფთავების ღონისძიებები; თბილისის ზოოლოგიური პარკის განვითარების ხელშეწყობა; ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობა და ცხოველთა მონიტორინგი.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით: რეკომენდაცია გაეწია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის კახა კალაძის მიერ 2023 წლის 8 დეკემბრის №12-032334259-03 წერილით წარმოდგენილი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გატანას.
კონსტანტინე ზარნაძე „თბილსერვის ჯგუფის“ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა
დეკემბერი 11,2025
სანზონაში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
დეკემბერი 02,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025