17 ნოემბერი 2023 კომისიის წევრებმა სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ გააცნო.
დღევანდელ სხდომაზე განხილულ იქნა აგრეთვე "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების,კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N7-28 დადგენილებაში ცვლილებები. ეს საკითხები კომისიის წევრებს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა გააცნო.
ასევე განიხილეს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N 39-18 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები. საკითხები კომისიის წევრებს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო ბაგაშვილმა გააცნო.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
კონსტანტინე ზარნაძე „თბილსერვის ჯგუფის“ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა
დეკემბერი 11,2025
სანზონაში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
დეკემბერი 02,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025