თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N 39-18 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
საკითხები კომისიის წევრებს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო ბაგაშვილმა გააცნო.
დღევანდელ სხდომაზე განხილულ იქნა, აგრეთვე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N 10-11 დადგენილებაში შესატანი ცვლილება, რომელიც კომისიის წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან კანდელაკიშვილმა გააცნო.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.