თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა,რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე წევრებმა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული სამუშაოების ანგარიში მოისმინეს, რომელიც სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა წარმოადგინა.
კომისიის სხდომას თბილისის საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის მოსმენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.