თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი" განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო კომისიის წევრებს.
ასევე განიხილეს საკითხი „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის" ინიციატივის ფარგლებში ახალი შეთანხმების ხელმოწერაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე", რომელიც სხდომის მონაწილეებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო.
კომისიის წევრებმა სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. საკითხები კომისიის წევრებს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო ბაგაშვილმა წარუდგინა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.