გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გააცნო.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტი 840 302 500 (რვაას ორმოცი მილიონ სამას ორი ათას ხუთასი) ლარით განისაზღვრა და წარმოდგენილი თანხები შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილდა:
სატრანსპორტო ინფრასტრქუტურის მშენებლობა-აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება; ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება და სხვა.
ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების და გაუმჯობესების მიმართულებით გამოყოფილი 106 218 400 ლარი შემდეგ პროგრამებზე გადანაწილდა: გამწვანების ღონისძიებებისათვის (0301) გათვალისწინებულია 41 712 300 ლარი, მათ შორის: სკვერების მოწყობა რეაბილიტაციისთვის 15 522 100 ლარი გამოიყო, მცენარეთა შესყიდვა-დარგვა 7 554 200 ლარით, ხოლო ეკოსერვის ჯგუფის ფუნქციონირების ხარჯები 17 800 000 ლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება დასუფთავების ღონისძიებებს, მათთვის 56 854 000 ლარია გათვალისწინებული, მათ შორის თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის სესხის მომსახურების ფარგლებში დამატებული ღირებულების გადასახადის გადასახდელად კი 5 000 000 ლარი გამოიყო.
თბილისის ზოოლოგიური პარკის და ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობა 7 652 100 ლარით ფინანსდება.
დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხს დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.