28 მარტი 2018
დედაქალაქის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე უძღვებოდა.
დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების, ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია კომისიის წევრებს თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ეკატერინე ცეცხლაძემ მიაწოდა.
სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების ნაწილს დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილი კი შემდგომი შესწავლის მიზნით, მომავალი სხდომისთვის გადაიდო.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025