თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა. შეხვედრას კომისიის წევრები, სსიპ ცხოველთა მონიტორინგისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სტრატეგიული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს.
სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.