03 დეკემბერი 2015 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა კომისიის წევრებს სსიპ "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" დებულებაში, ასევე ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესში შესატანი ცვლილებებისა და "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავით ნარმანიას მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი აქტები გააცნო.
შორენა ბუხრაშვილმა კომისიის წევრებს საკითხთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნებისა და ინიციატივების წერილობითი სახით წარმოდგენა სთხოვა და აღნიშნა, რომ საკითხი კომისიის მომავალ სხდომაზე სსიპ "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" წარმომადგენლებთან ერთად შესაბამისი წინადადებებითა და შენიშვნებით იქნება განხილული.
დეპუტატებმა დღესვე "დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს, რამდენიმე ზონალური ცვლილება განიხილეს და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025