თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე 13-15 მარტს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გასვლით სხდომას დაესწრო. სხდომაზე „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიისა და 2016 წლის სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიში და 2017 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიები განიხილეს. სხდომის მონაწილეებმა ასევე, მოისმინეს ინფორმაცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებზე: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში, თანასწორობა და სამოქალაქო ინტეგრაცია - საერთაშორისო მექანიზმები და სტაჟირების საპილოტე პროგრამის შესახებ.