თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი დოხტურიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან სამუშაო შეხვედრას გამართა.
შეხვედრაზე დეპუტატმა მოქალაქეს ზურაბ მელაშვილს მოუსმინა, რომელმაც პროექტის ,,ქართული ნაგაზი’’, როგორც აბორიგენული ჯიშის საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
გიორგი დოხტურიშვილი ზურაბ მელაშვილს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას და სხვადასხვა შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობის გაწევას დაპირდა.
დღესვე დეპუტატი არასამთავრობო ორგანიზაციის -,,უსაფრთხო სივრცე’’ ხელმძღვანელს შეხვდა.
ანა გაბრიაძემ დიღმის ტყე-პარკის დღევანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა, როგორიც ტყე-პარკში სარწყავი სისტემის მოწყობაა. მისივე თქმით, ასევე აუცილებელია, ტყე-პარკში დაცვის სამსახურის განთავსება, სკამების განახლება და არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი დოხტურიშვილი და ანა გაბრიაძე დარგის სპეციალისტებთან ერთად, მდგომარეობის უკეთ შესწავლის მიზნით ადგილზე სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ.