თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე უძღვებოდა.დეპუტატებმა თბილისის მერის მოადგილეს მაია ბითაძეს და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს გიგა გიგაშვილს მოუსმინეს.
დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის სატყეო ტერიტორიებზე არსებული ფიჭვის ხეების დაავადების გამოვლენისა და იდენტიფიცირების შესახებ ანგარიში წარადგინეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, თბილისის მერის მოადგილემ ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ყურადღება იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამახვილდა, რომელთა განხილვები ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
დღესვე სხდომაზე მებაღეთა კლუბ „CONSOLIDA/სოსანის“ თანადამფუძნებელაც მოუსმინეს. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.